воскресенье, 7 мая 2017 г.

                                           ტრენინგის მეცხრე დღე



განვიხილეთ მე-8 მოდულის პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა,ასევე პრეზენტაციის წარდგენის მეთოდები.ვისწავლე ფაილის ატვირთვა.შეჯამდა ნასწავლი მასალა. 
ინტელის სასწავლო კურსი გულისხმობს გრძელვადიანი პროექტით სწავლების შესწავლას.მეთოდი იძლევა შესაძლებლობას სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაიზარდოს სასწავლო პროცესში მისი ჩართულობა.
  პროექტი შედგება 8 მოდულისაგან .პირველი მოდულის ამოცანებია ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრაა.პორთფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა, მოდულის მასალების შესანახად.პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა.ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება,რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე გავეცანი დამატებით რესურსებს.კერძოდ,ამ მოდულში გამოყენებულ ფაილებს.
ვისწავლეთ საქაღალდეების სტრუქტურული მოწყობა. გავეცანით ელექტრონულ წიგნის ნავიგაციას.
მოდული 2 .ამ მოდულის გაცნობით განვსაზღვრე ეროვნული გეგმის შესაბამისი სტანდარტები სასწავლო პროექტისათვის.
დავიწყე სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა.შევარჩიე თემა „მზის სისტემის პლანეტები“სტანდარტზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე სასწავლო მიზნები,გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები და შესაბამისი  საკვანძო კითხვები.
 განვიხილე მიმდინარე შეფასების მეთოდი.შევიმუშავე დროში გაწერილი გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმა.შევარჩიე შეფასების რუბრიკა.ვნახე დამატებითი რესურსების ფაილები,რომელიც საჭიროა და პრაქტიკული.
ვიმუშავე ზოგადი და შინაარსზე ორიენტირებული კითხვების ჩამოყალიბებაზე.
მოდული 3. გავეცანი ინტერაქტიულ ინტერნეტ რესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის.განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიდების ეფექტურად მოძიების და მათი შეფასების მეთოდები.საავტორო უფლებებისა და მათი კანონიერი გამოყენების ინფორმაციის მოპოვება.დავგეგმე გამოყენების შესაძლებლობა ჩემი თემის ფარგლებში.დაწვრილებით განვიხილეთ მოდულში გამოყენებული ფაილები,შაბლონები.
მოდული 4.ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშის შექმნაზე. ვიმსჯელეთ ,დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის, ნიმუშები.შევაფასეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.ინსტრუმენტად გამოვიყენე ტექსტური რედაქტორი და საპრეზენტაციო პროგრამა.
მოდული 5. გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების 5ძირითად სტრატეგიას.  გამოვიყენეთ  რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.
მოდული 6 გაცნობით ვიმსჯელე შეფასების რუბრიკებზე,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად,რათა მოსწავლე იქცეს თვთრეგულირებად მოსწავლედ ,რომ შეძლოს სასწავლო პროექტის მოდიფიცირება,გააკეთოს რეფლექსია.
მოდული 7. აქ გავეცანი და განვიხილე თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.
შევაფასე სასწავლო პტოექტის პორტფოლიოები. განვიხილე დამატებითი რესურსების ფაილები.სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
მოდული 8. ნამუშევრებს ერთხელ კიდევ გადავხედე, ჩავასწორე,გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.გავაკეთე პრეზენტაცია.
      ტრენინგის მე-9 დღეს შევაჯამე ნასწავლი მასალა. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. დავსვით შეკითხვები, გავაანალიზეთ. საინტერესო იყო სხვადასხვა თემებზე პროექტების განხილვა, მათი  საფუძვლები და მიზნები, შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შეფასების სტრატეგიები, დიფერენცირებული სწავლება, პროექტისთვის საჭირო რესურსები და სხვა.
 მომზადებული მასალა ავტვირთე გუგლ დრაივში. შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, განვახორციელებ დაგეგმილ პროექტს და მოვახდენ უკუკავშირს კოლეგებთან.

                                            ტრენინგის მერვე დღე


დღევანდელი დღე მეტად საინტერესო იყო,განვიხილეთ გარდნერის თეორია,ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობა პროექტის განხორციელების დროს.
განვიხილეთ თითოელი მონაწილის პროექტი,ასევე წარვადგინე ჩემი პროექტი,მივიღე შენიშვნები,გავითვალისწინებ რჩევებს ,რომელიც მივიღე ჯგუფის ტრენერისგან.
                                            ტრენინგის მეშვიდე




დღევანდელი დღე მეტად საინტერესო გამოდგა,განვიხილეთ მოდული 7 -ის ფასილიტაცია და შეფასება. დაწვრილებით განვიხილეთ თითოელი მათგანი.
ასევე გავაკეთეთ ჩვენი პორთფოლიოს პრეზენტაციები,საინტერესო რჩევებით და განხილვებით,მოვუსმინეთ ერთმანეთს და ვაძლევდით საჭირო დარიგებებს.
                                        ტრენინგის მეექვსე დღე



    დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა,მნიშვნელოვანი თემები გავიარეთ მე-3 და მე-4 მოდულებიდან,ვისწავლე როგორ უნდა მივცე რჩევა და რა მეთოდები არსებობს უკუკავშირის მიცემის დროს.ვისწავლე კომენტარის გაკეთება მოსწავლის ნაშრომზე.ასევე განვიხილეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ავტორის დადგენა და აღიარება.

                                              ტრენინგის მე-5 დღე


     დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთვული გამოდგა.ბევრი საინტერესო საკითხი განვიხილეთ,პირველ რიგში დავიწყე ჩემი პროექტის სტანდარტების შესაბამისობის განხილვა,შემდეგ კი პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების ფორმების 5 ძირითადი სტრატეგია
ვნახე მასწავლებლის პრეზენტაცია თავისი ბმულებით.
                                               ტრენინგის მეოთხე დღე



   ტრეინინგის მე-4 დღე მეტად ნაყოფიერი გამოდგა,საკმაოდ ბევრი მასალა ავითვისე.ვისწავლე სურათის ჩამოტვირთვა და ბლოგში ატვირთვა,კომენტარებისა და დიაზაინის გაკეთება,რომელმაც სახალისო ხასიათიც მიიღო.
    შევადარე აღნიშნული რუბრიკის თითოეული მახასიათებელი.ვიმსჯელეთ,მონახაზი გავაკეთე ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე.


суббота, 6 мая 2017 г.

                             ტრენინგის მესამე დღე


მესამე დღე მეტად საინტერესო იყო,განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები,მოვახდინეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა.შევთანხმდით რომ პროექტი შეფასებული იქნას,უნდა იყოს სტანდარტიდან გამომდინარე,სადაც მიზნები გამოკვეთილი უნდა იყოს,ამოცანები არ უნდა იყოს ბუნდოვანი.გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ვერსიას,ასევე განვიხილე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
ასევე გავეცანი ბროშურის შაბლონს,ვისწავლე შექმნა,გავიხსენე ის მარტივი ელემენტები,რომელიც აღარ მახსოვდა.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო დღე მქონდა.
გმადლობ!


воскресенье, 30 апреля 2017 г.

                                  ტრეინინინგის პირველი და მეორე დღე




    2017 წლის 29 აპრილს დავიწყე ინტელის სასწავლო კურსის ტრეინინგი,რომელიც გულისხმობს
გრძელვადიანი პროექტებით სწავლების შესწავლას.
     ვისწავლე საქაღალდეების სტრუქტურული მოწყობა.გავეცანი ელექტრონულ წიგნში ნავიგაციას,რომელიც ძალიან მომეწონა, მარტივია და მოსახერხებელი.
გავეცანი მოდულებს,რომელიც საშუალებას მაძლევს ვისწავლო როგორ უნდა დავგეგმო პროექტი,რა უნდა იყოს გათვალისწინებული მისი აგებისას.სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას გამოვდივარ სტანდარტიდან.ბლუმის ტაქსონომიის ყველა პუნქტი უნდა იყოს გათვალისწინებული.,ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.უნდა იყოს მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები,გამოვიყენო მრავალფეროვანი პროდუქტი.
      ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა,რომელიც დამეხმარება კლასთან ურთიერთობაში.შემეძლება მათთან ამ კუთხით დახმარების გაწევა.